შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“- ის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 28 იანვარი 2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“- ის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ჩატარდა. 
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ოგანიზაციებს (ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - ,,პროგრესის სახლი,“ გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დღეს 2019 წელს აღებული ვალდებულებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კილაძემ მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელშიც ჩაშენებული იქნება უნიკალური საძიებო სისტემა თვითმმართველობებისა და თვითმმართველობასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებების შესახებ. 
მომზადდა პროექტში ჩართული უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა შეხვედრების გრაფიკი. 
"ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის" ფარგლებში მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, OGP- ის ფარგლებში ურთიერთპრაქტიკის გაზიარებას, სხვადასხვა სახის პროექტების ერთობლივად განხორციელებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცებას. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია