შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მომხდარი ავარიის დეტალები - 43 წლის ქალს მანქანა დაეჯახა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 28 იანვარი 2019

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 შვილის დედა გარდაიცვალა. 

43 წლის ქალბატონს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ცხოვრობდა, მსუბუქი ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის პურის საყიდლად მაღაზიაში მიდიოდა. 

გზაზე გადასვლისას სწრაფად მოძრავმა მანქანამ ქალს იმ ძალით დაარტყა, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დაშავებული "მედალფას" კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, ქალბატონი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მას თავის ტრამბა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. 

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სსკ 276-ე მუხლითაა აღძრული.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც დაბა ლაითურიდანა, პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია