შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში წითელას ეპიდაფეთქების მართვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 30 იანვარი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წითელას ეპიდაფეთქების მართვის მიზნით საკოორდიანციო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფის მიზანი, წითელას მასიური გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგია.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის 37 სააღმზრდელო დაწესებულებაში წითელაზე, მხოლოდ რვა აღსაზრდელი არ არის აცრილი.
„ყველა ბაღი გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რვა აღსაზრდელი არ არის წითელაზე აცრილი. მათ მშობლებთან გვქონდა კონსულტაცია. ხუთ მათგანს ისეთი დავადება აქვს, რომლისთვისაც არ არის რეკომენდირებული აცრა. დანარჩენ სამთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.ავუხსენით , რომ უახლოეს ორ თვეში უნდა წარმოადგინონ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევასი ბავშვებს აღსაზრდელის სტატუსი შეუჩერდება. “

საჭოს მუშაობას კოორდინაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, „შემთხვევის მენეჯერი“ - მანანა გოგაშვილი გაუწევს, რომელიც არსებული მდგომარეობის შესახებ, ყოველდღიურ რეჟიმში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს სიმონ ქოჩორაშვილს მიაწვდის ინფორმაციას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია