შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ იორმუღანლოში 18 წლის გოგონა მოიტაცეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 30 იანვარი 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 18 წლის გოგონა მოიტაცეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს. მისი თქმით, გოგონას ოჯახი 2 დღეა, რაც ეძებს.

სოფელ იორმუღანლოში ისევ მოიტაცეს 18 წლის გოგო. 2 დღეა ეძებს ოჯახი. უშედეგოდ. მე მაინტერესებს, ტერორისტებს რომ მოეტაცებინათ ვინმე, იმასაც ვერ იპოვნიდა პოლიცია 2 დღეს, თუ გვეცოდინებოდა, რომ მაქსიმუმ მარნეულში ან კახეთში ჰყავთ ერთი პირის ნათესავებთან ან ახლობლებთან? განა ასეთი ძნელია იპოვნო ადამიანი, რომლის ადგილსამყოფელი მინიმუმ 10 კაცმა მაინც იცის 20-მა თუ არა? აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ გამოჩენილი სახელმწიფოს გულგრილობა დისკრიმინაცია და მეტი არაფერი”, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Knews.ge დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია