შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების მინისტრი: უცხოურ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც ექნებათ

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 30 იანვარი 2019
სამეცნიერო სფეროში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია განათლების მინისტრმა დღეს, 30 იანვარს სამინისტროში წარადგინა, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი). გარდა ამისა, როგორც პრეზენტაციისას ითქვა, გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით, „მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან“. ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც მიეცემათ. საუბარია ისეთ ბაზებზე, როგორიცაა: Science Direct, SciVal finder, Scopus, Mendeley data. პრეზენტაციის მიხედვით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. ამავე თემაზე: ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია