შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე-12 კლასის გამოცდები შეიძლება წელსვე გაუქმდეს

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 31 იანვარი 2019
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, 2019 წელს მე–12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.


„ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო იგივე საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე–11 კლასს. რაც შეეხება მე–12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია, ექსპერტებთან, იგივე საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, რეალურად ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ მოვახდინეთ წინასწარ სამსჯელოდ ყველა ინფორმაციის გამოტანა. კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს“, – განმარტა მან.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია