შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ბოლნელი“ რუმინეთში საქართველოს სახელით წარსდგება

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

7 აგვისტოს 500  თავდადებული ბოლნელის სახელობის,  ბოლნისის ქართული ეროვნული  ცეკვების სახალხო ანსამბლი ,, ბოლნელი“ რუმინეთში  გაემგზავრება. ფოლკლორული ცეკვების ინტერნაციონალური ფესტივალი,  რომელიც რუმინელი ხალხის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით  იმართება, მასშტაბურია და მასში  სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ანსამბლები და დასები იღებენ მონაწილეობას.  ანსამბლი ,,ბოლნელი“ ათ ქვეყანას შორის საქართველოს სახელით წარსდგება. მოცეკვავეები მორიგი  გასვლითი ღონისძიებისთვის და უცხო ქვეყანაში  საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის დატვირთული რეჟიმით ემზადებიან და გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე   სარეპეტიციო  დარბაზში  ბოლო ქორეოგრაფიულ  დეტალებს გადიან.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია