შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 30 იანვარი 2019

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული გამოცემა „გლობალ ფაინანსის“  მიერ შედგენილ რეიტინგში.

 საქართველო 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა. ქვეყანამ 9,68 ქულა მიიღო და რეგიონის ლიდერია.

ამავე რეიტინგში სომხეთი 62-ეა, აზერბაიჯანი - 71-ე, თურქეთი - 107-ე, ხოლო რუსეთი 108-ე ადგილზეა.

 პირველი ადგილი რეიტინგში ისლანდიამ დაიკავა. საუკეთესო ხუთეულშია ასევე ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ ნიგერიას, სალვადორს, გვატემალას, იემენს და ფილიპინებს.

რეიტინგი ისეთ კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორიცაა კონფლიქტის შესაძლებლობა, ეკონომიკური განვითარების დონე, სტიქიური უბედურებების ალბათობა და რამდენად დაცულები არიან მოქალაქეები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება