შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტექდათვალიერება გურჯაანში ავტომობილების უმრავლესობამ ვერ გაიარა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 01 თებერვალი 2019
გურჯაანის პერიოდული ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური დათვალიერება ამ დროისთვის დაახლოებით 550-მდე ავტომობილმა გაიარა.


დირექტორის, ალექსანდრე დათუკიშვილის განმარტებით, მათ ცენტრს ყოველდღიურად 25-30 ავტოტრანსპორტის შემოწმება შეუძლია, მათგან უმრავლესობა დახარვეზებულია.
„ძირითადად დახარვეზება ხდება წვრილმანების გამო, რომელიც არც მოსახლეობას უქმნის პრობლემას და გარემოსაც არ აბინძურებს. ეს არის ამოსაცვლელი ნათურა, დაზიანებული მინისსაწმენდი და ა.შ. ამიტომ ამ კუთხით არ არის საგანგაშო მდგომარეობა. ამასაც მფლობელების მიერ უყურადღებობას მივაწერ.
ვინც ვერ დააკმაყოფილებს სტანდარტებს, პრობლემის აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე აქვს. თუ მომდევნო შემოწმებაზე ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, მძღოლს თანხის გადახდა ხელახლა მოუწევს. მსუბუქი ავტომანქანის დათვალიერება წელიწადში ერთხელ ხოლო სამგზავრო ტრანსპორტის წელიწადში ორჯერ ხდება.“

მისივე თქმით, ტექნიკური შემოწმებისთვის სულ დაახლოებით 20 წუთია საჭირო. მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერების ღირებულებაა 60 ლარი, სატვირთო მანქანის კი - 100 ლარი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია