შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 01 თებერვალი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 31 იანვარს დასრულდა.


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, ადგილობრივებმა თვითონ განსაზღვრეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები.
„უმრავლეს სოფლებში, თანხების ოდენობიდან გამომდინარე, მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა. ასევე დასახელდა საბავშვო ბაღისთვის დარბაზის მოწყობა, სკოლის მიმდებარედ სკვერის გაკეთება, სოფლის სასაფალაოს შემოღობვა, წყლის რეზერვუარების მოწყობა და ა.შ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ აღდგენა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეს აძლევს მოსახლოებას საშუალებას, რომ თავად ჩაერთოს სოფლის საქმეებში და მიიღოს გადაწყვეტილებები. მათთან ურთიერთშეთანხმება, აზრის კითხვა და ერთობლივი მიშაობა ყოველთვის უკეთეს შედეგებს იძლევა. ამის შემდეგ განხორციელდება სხვადასხვა პროცედურები და დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის სამუშაოებიც დაიწყება.“

შეგახსენებთ, რომ წელს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 520 ათასი ლარია განსაზღვრული.









სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია