შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროფესიონალი ადამიანები მჭირდება - საგარეჯოს მერმა მოადგილე გაათავისუფლა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 01 თებერვალი 2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა მოადგილე პაატა ასრათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც მან speqtri.ge-ს განუცხადა, გათავისუფლების მიზეზი სპორტულ ა.ა.ი.პ.-ში შექმნილი არეულობა გახდა.
-"პაატა ასრათაშვილი კურირებდა იმ სპორტულ ა.ა.ი.პ-ს, რომელმაც პრობლემები შექმნა. მე ის რამდენიმე კვირის წინაც გავაფრთხილე ამის შესახებ, თუმცა საკითხი ვერ მოაგვარა, ძირითადად ეს გახდა პაატას გათავისუფლების მიზეზი. მას მერე, რაც მამუკა კურდღელაშვილი დისციპლინური დარღვევების გამო გავათავისუფლე დაკავებული პოსტიდან, სპორტსმენებმა ფაქტობრივად საბოტაჟი მოაწყეს. რაც შეეხება პაატას, მისი მხრიდან არ ყოფილა საბოტაჟის მცდელობა, ის ჩემი მეგობარია, უბრალოდ პროფესიონალი ადამიანები მჭირდება სამსახურში,"- განაცხადა ერბოწონაშვილმა.

ჩვენ პაატა ასრათაშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია