შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით გარდაცვლილ 7 კაცს შორის, ერთ–ერთი ასპინძიდანაა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 31 იანვარი 2019
გარდაცვლილი დაბა ასპინძის მკვიდრია. იგი ბოლო პერიოდში თბილისში, ერთ–ერთი ობიექტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა. "გარდაცვლილებს შორის ასპინძელი ბიჭის ნათესავებიც არიან, თუმცა, ისინი ასპინძაში არ ცხოვრობდნენ", – ამბობენ ასპინძაში მცხოვრებლები. ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე სახლის მობინადრეები, სადაც, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, 2018 წლის მარტში გააფრთხილეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მაშინ ამ დანადგარის ჩახსნა მოხდა, შემდეგ კი მობინადრეებმა თვითნებურად მიაერთეს ის.გაზის მიმწოდებელი კომპანიის ცნობით, შემოწმება მხოლოდ გეგმურად ხდება. ამასთან, მოქალაქეები კომპანიის წარმომადგენლებს ხშირად კარს არ უღებენ. “ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს”.მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი