შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები იგეგმება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 31 იანვარი 2019

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემურ რეფორმებს დაიწყებს,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმაც.

„როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოცმუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. შარშან, წლის ბოლოს უკვე შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც არის პასუხი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება თბილისში, სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევას, სერგეენკოს თქმით, სისტემური რეფორმები იქნება, რაც მიმართულია უფრო მეტი შედეგისაკენ.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის სისტემური პრობლემა, ეს არის კონკრეტული შემთხვევა, თუმცა სისტემური რეფორმები იქნება, რაც მიმართულია უფრო მეტი შედეგისაკენ",- განაცხადა სერგეენკომ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია