"სახელისუფლებო სტრუქტურებს ვთხოვ სექსიც არ შეაზიზღონ ხალხს"-ასე ეხმაურება  პირადი ცხოვრების კადრების გავცელებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურქსელში.

"ნათელაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს,რომ თავისი ვნებები გააკონტროლონ რადგან აღარ მოხდეს მათი დატერორება.ამ პორნოფირების გამავრცელებელ სახელისუფლებო სტრუქტურებს ვთხოვ სექსიც არ შეაზიზღონ ხალხს.ეს ერთი და მეორე,  საჯარო პოლიტიკურ მოღვაწეებს მეტი მოეთხოვება ყველა ასპექტში, ისინი უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ ვნებებსა თუ ორგანოებს,  სხვანაირად მმართველის და ზნეობრივი მაგალითის პრეტენზიები უნდა დაივიწყონ. ესაა პოლიტიკის კანონი.გაიხსენეთ რა დღეში ჩააგდეს პრეზიდენტი კლინტონი მონიკასთან ურთიერთობის გამო. აბა როგორ გინდათ კახეთში ამბობენ "თავ კონტროლი გაუწიეო" ამ შემთხვევაში ზოგიერთ ადგილებს მაინც გაუწიეთ კონტროლი და ვეღარავინ დაგატერორებთ."-წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები გავრცელდა.