შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტროტუარების მოწყობის სამუშაოები ქალაქ ბოლნისში

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

ქალაქ ბოლნისში, ცენტრალური ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სავალი ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, სულხან-საბას 106 ნომრიდან სიონის ჩიხის გზაჯვარედინამდე დაიგება ბაზალტის ქვაფენილი, ტროტუარზე მოეწყობა ავტომობილებისგან დამცავი დეკორატიული ფილები. ასევე შეკეთდება  ლიბერთი ბანკის წინ მდებარე სკვერის ფასადი, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.  აღნიშნული  სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს  დასრულდება, რის შემდგომაც ეტაპობრივად მოხდება ცენტრალური ქუჩის სხვა მონაკვეთზე ტერიტორიების მოწყობა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია