შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კერძო პირის ტრანსფორმატორში კატა შევიდა, რის გამოც ზუგდიდს დენი შეუწყდა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 03 თებერვალი 2019
ზუგდიდში კლდიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი აბონენტის ტრანსფორმატორში წუხელ კატა შევიდა, რის გამოც ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„კერძო პირის ტრანსფორმატორი შევიდა კატა და მოხდა მოკლე შერთვა, რასაც ელექტრიკოსები გადაფარვას ეძახიან. ამან გამოიწვია ქვესადგურ „ზუგდიდი 2-ის“ ავარია. ეს ტრასფორმატორი არ არის კომპანიის ბალანსზე, ის არის კერძო, თუმცა წუხელისვე მოხდა ავარიის შედეგების ლოკალიზება“, - უთხრეს „ლაივპრესს“ ენერგოკომპანიაში.

კითხვაზე, ამოწმებს თუ არა კერძო ტრანსფორმატორებს კომპანია და რამდენად უსაფრთხოა ის მოქალაქეებისთვის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკა ურიდიამ განაცხადა:

„დროდადრო ვაწარმოებთ მონიტორინგს, როგორც საკუთრებაში არსებულ, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ ქსელებზე, იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება ეჭვი საშიშროებაზე ვახდენთ ოპერატიულ რეაგირებას და ვახდენთ ასეთი ობიექტების ქსელიდან გათიშვას“.

ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილს გვიან ღამით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეკა ურიდიას თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ქსელში ავარიული დაზიანება იყო. მან თავდაპირველად არ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარია კატის შესვლამ გამოიწვია,, თქვა, რომ ავარიის მიზეზებს მოგვიანებით განმარტავდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია