შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოვლინდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/samarthali/article/30187 
 04 თებერვალი 2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს.


მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 31 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში- 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 24 ფაქტი,მცხეთა-მთიანეთში - 3 ფაქტი, შიდა ქართლში - 27, ქვემო ქართლის მასშტაბით - 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე- 88 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია