შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გისურვებთ სამომავლო ნაყოფიერ მსახურებას – ილია მეორის მილოცვა კირილს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21234 
 01 თებერვალი 2019
ილია მეორის შესაბამისი წერილი კირილს საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ ჩაუტანა, რომელიც მოსკოვში, დანილოვის მონასტერში გამართულ ცერემონიას დაესწრო.წერილს ნეტგაზეთი აქვეყნებს:. "უკვე ათი წელი გავიდა, რაც თქვენ, უფლის ნებით, უმაღლესი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენ უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა გაიღეთ იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეგეტანათ არა მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.გილოცავთ, ვინაიდან თქვენი ძალისხმევითა და მისიონერული შრომით მილიონობით ადამიანი განმტკიცდა თავის რწმენაში, გაიხსნა უამრავი ეკლესია და მონასტერი, გაჩნდა განათლების, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრები, ღვთისმსახურებაში კი ათასობით მეუფე, მოძღვარი და მონაზონია ჩართული – და გისურვებთ თქვენ სამომავლო ნაყოფიერ მსახურებას.ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროს, ჩვენ, ყველას ჩვენი განსაცდელები და პრობლემები გვაქვს, მაგრამ ახლა, თქვენც, ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენს ქმედებებზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ ხვალ.დიადია ეს გამოწვევა, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლისა და ერთმანეთის მიმართ.მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი შორსმჭვრეტელობით, საერთო ლოცვითა და ძალისხმევით, და უპირველეს ყოვლისა, უფლის წყალობით, ეკლესიურ კანონებზე დაყრდნობით, ჩვენ, ყველა შევძლებთ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებასა და ღვთის საქმის შესრულებას.დალოცვილ იყოს უფლის მიერ თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და მთელი სამყაროს მართლმადიდებლობის მიმართ”, – ვკითულობთ წერილში. ღონისძიება რუსეთის პატრიარქისა და სინოდის რეზიდენციაში 31 იანვარს გაიმართა. საქართველოს დელეგაციაში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია(გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შედიოდნენ.წერილის აღწერის ველში მოსკოვის საპატრიარქო ილია მეორეს სრული ტიტულით, ტრადიციულად, არც ამჯერად იხსენიებს. ილია მეორის სრული ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. მოსკოვის საპატრიარქოს გვერდზე კი ის მოხსენიებულია, როგორც სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი.კირილის ინტრონიზაციის 10 წლისთანვთან დაკავშრებით, მიღება კრემლშიც გამართეს. სტუმრებს, რომელთა შორისაც საქართველოს დელეგაციაც იყო, სიტყვით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია