შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების მინისტრმა იდუმალისა და ჭვინთის სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21247 
 04 თებერვალი 2019
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, განათლების სამინსიტროს მიერ ჩატარებულ „დღიურების კონკურსში“, პირველი ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების მარიამ ქავთარაძისა და თამარ ციხელაშვილის ნაშრომებს ერგო. ჟიურიმ საფინალო გადაწყვეტილება 216 ნამუშევრიდან მიღო. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს საჯარო სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეები იღებდნენ. ასევე, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსში, ნომინაციაში „საუკეთსო იდეა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელე პაატა გელაშვილი და მერვე კლასელი ანა გოგოლაური გავიდნენ. კონკურსში გამარჯვებულები განათლების მინისტრმა და მისმა მოადგილემ დააჯილდოვეს. მათ მოსწავლეებს დიპლომები და საჩუქრები გადასცეს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: სატაცური [ვიდეო]