შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში 20-წლის ბიჭს მამობილმა სახეში ორჯერ გაარტყა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10490 
 04 თებერვალი 2019
გორის პოლიციამ 40-წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით 2 თებერვალს დააკავა. პროკურორმა მიშა ბერიაშვილმა მის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. მოსამართლე შალვა კაკაურიძის გადაწყვეტილებით, მამაკაცს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებულმა მამაკაცმა 20-წლის გერს სახეში ხელი ორჯერ გაარტყა, რამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი. პროკურორის განცხადებით, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა და პოლიციამ რამდენიმე საათში შეძლო მისი დაკავება. ბრალდებულმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მოსამართლეს სიტყვით მიმართა. „პატივცემულო მოსამართლე, ორჯერ ვიყავი ავღანეთში, მაგარი ნერვოზი მაქვს, სასმელი არ მელევა და თუ შეიძლება, ეს ერთხელ მაპატიოთ და ამის შემდეგ აღარ დავლევ." - განაცხადა ბრალდებულმა.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები