შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გუბერნატორმა მეწარმეებს ,,მეორადი მაღაზიების" ქუჩაზე ფართების ქირაობა შესთავაზა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10497 
 04 თებერვალი 2019
გორში წერეთლის ქუჩაზე არსებული ფართები შესაძლოა ქართული პროდუქტების მწარმოებლებმა იქირაონ. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბურნატორთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ის მეწარმეები იმყოფებოდნენ, რომლებიც პროდუქტებს აწარმოებენ. ,,ტურიზმის განვითარებასთან ერთად ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია და ბიზნესის განვითარება ერთობლივად უნდა განხორციელდეს. გორის ძველ უბანში ქართული ჩირი, ქართული ღვინო, ქართული წვენები და შიდა ქართლში ნაწარმი პროდუქცია უნდა იყიდებოდეს," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. ის მეწარმეები, რომლებიც ერთი სახეობის პროდუქტს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ და ერთ ფართში განათავსონ პროდუქცია, რათა უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ტურისტისათვის ქართული ნაწარმი. ხოჯევანიშვილის თქმით, წერეთლის ქუჩაზე საგამოფენო დარბაზის მოწყობა იგეგმება. ასევე მიმდინარეობს გორისციხის რეაბილიტაცია: ,,ვფიქრობ გორში წერეთლის ქუჩა გაცოცხლდება" - განაცხადა მეწარმეებთან შიდა ქართლის გუბერნატორმა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები