შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი ახალ პროექტს იწყებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36557 
 04 თებერვალი 2019

1 მარტიდან ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ფინანსური მხარდაჭერითა და რადიო “ჰერეთის” პარტნიორობით განხორციელდება.
ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტის ძირითადი მიზანს ტურიზმის განვითარება და ლაგოდეხის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნაც მრავალფეროვან და ხარისხიან მომსახურებაზე. ხშირ შემთხვევაში ჩამოსულ სტუმრებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ტურისტული და ისტორიული მარშრუტების შესახებ, სოფლის ტურიზმზე და სხვა სახის მომსახურებებზე. ლაგოდეხში სექტორთა შორის თანამშრომლობას გარკვეული საფუძველი და გამოცდილება აქვს, თუმცა კონკრეტულად ტურიზმის განვითარების მიმართულებით ტურისტული პოტენციალის გამოსავლენად და გასამრავალფეროვნებლად თითქმის არცერთი ორგანიზაცია არ არის დაინტერესებული. თუ არ ჩავთვლით ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის- ლაგის ინიციატივას, რომლის დახმარებითაც შეიქმნა www.visitlagodekhi.com, რომელშიც დაინტერესებულ პირებს ლაგოდეხში მდებარე სასტუმროების, კვების ობიექტებისა და ტურისტული მარშრუტების შესახებ აწვდის ინფორმაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა წინამდებარე პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარებას და ლაგოდეხის ცნობადობის გაზრდას მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება და შეიქმნება ფოტო-ვიდეო სახელმძღვანელო, როგორც ქართულ ასევე, რუსულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. ფოტო-ვიდეო სახელმძღვანელო მოიცავს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების, სოფლებისა და სოფლებში შემავალი ყველა საინტერესო ადგილის, საოჯახო სასტუმროების, ეკლესიების, ძეგლების, ბუნების, მთების, ჩანჩქერების, ველური გარემოს ფოტო და ვიდე გადაღებას. პროექტის ფარგლებში დამზადდება პრომო ვიდეო ციკლები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის შესახებ, გადაცემები ლიდერ ქალთა შესახებ, მოეწყობა საჯარო შეხვედრები ლიდერ ქალთა შესახებ და გაიმართება გადაცემის ჩვენება, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მონაწილეობით და უშუალო ჩართულობით (მათი იდეებით) ამა თუ იმ გადაცემის დაგეგმვა და განხორციელება’’, – აცხადებენ ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია