შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში გრიპის შემთხვევებმა იკლო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36572 
 04 თებერვალი 2019

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპის შემთხვევები კლებულობს.
განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, შემცირებულია როგორც მსუბუქი ასევე მძიმე შემთხვევების რაოდენობა.
,,ბოლო ორი კვირაა გრიპთან დაკავშირებით ყოველკვირეულად კლებადი დინამიკა გვაქვს. შემცირდა ექიმებთან ვიზიტების რაოდენობა, მსუბუქი შემთხვევების რაოდენობაც 200 ერთეულით გვაქვს შემცირებული, შემცირდა ასევე პაციენდების ჰოსპიტალიზაციაც. რაც შეეხება გრიპის მძიმე შემთხვევებს, 35 ერთეულით გვაქვს შემცირებული. 
წინა კვირის მონაცემებით: კახეთის რეგიონში ექიმთან ვიზის რაოდენობამ შეადგინა 6 631 ერთეული, 763 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 747 პაციენტს, ხოლო მძიმე შემთხვევის რაოდენობა 94-ია’’,- განუცხადა knews. ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია