შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ემილი კოპალიანის საჩუქარი ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

მთელი ცხოვრება მომავალი თაობების განათლებაზე მზრუნველი, წიგნებზე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი, კაცი რომელიც ფიქრობს, რომ წიგნი არის ფუნდამენტური ცოდნის საფუძველი – ემილი კოპალიანი დაიბადა და საშუალო სკოლა დაამთავრა ბოლნისში, შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში  და სამუშაოდ ამავე უნივერსიტეტში დარჩა კავკასიოლოგიის კათედრის გამგედ. მან საკუთარი, წლების განმავლობაში ნაგროვები წიგნები, კავკასიოლოგიური ხასიათის ლიტერატურა, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას უსახსოვრა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ბიბლიოთეკას წიგნებს კიდევ გადასცემს.

,, წიგნები რაც  ბოლნისის ბიბლიოთეკას გადავეცი, არის ჩემი ბიბლიოთეკის ნაწილი და ყველა  საკუთარი ხარჯითაა შეძენილი. წიგნი არის ფუნდამენტური საფუძველი ცოდნის მიღების, ვიდრე რაღაც გაუგებარი საიტებიდან აღებული ინფორმაცია. წიგნი არის აპრობირებული, დაბეჭდილი, ათას წნეხ  გავლილი და განხილული, ამიტომ გადავწყვიტე გარკვეული მკითხველისთვის აქტუალური თემის, კავკასიოლოგიის ლიტერატურის გადაცემა. მსურველი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ მე ბოლნისი ავირჩიე“. აღნიშნა ემილი კოპალიანმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია