შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მადლობა ხელისუფლებას, რადგან პარლამენტის ნაცვლად ნაგავსაყრელს გვთავაზობს"

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 04 თებერვალი 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა ქუთაისში აქცია გამართეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, არ დაუშვებენ ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოწყობას, რადგან საფრთხეს შეუქმნის, როგორც ადამიანებს, ასევე გარემოს.
"ხელისუფლებას არ აინტერესებს ჩვენი ბედი. სოფელში გვიკეთებენ ნაგავსაყრელს. არ ფიქრობენ, ეს რა შედეგს მოგვიტანს. ამიტომ ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს თავს და არ მივცემთ მოწყობის უფლებას, ახლოს სასაფლაოა, მიცვალებულებს მიწაც ეყოფათ და კიდევ ნაგვის დაყრა არ უნდათ", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ". პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, პარლამენტის ნაცვლად იმერეთს ნაგავსაყრელს თავაზობენ, რომელიც მთელს დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.
"მადლობა ხელისუფლებას, რადგან პარლამენტის ნაცვლად ნაგავსაყრელს გვთავაზობს. მთელი დასავლეთ საქართველოს ნაგავი მოგროვდება ქუთაისთან ახლოს, ეს არის კატასტროფა, რადგან განადგურდება გარემო და საფრთხე შეექმნებათ ადამიანებს. ოცდამეერთე საუკუნეა და არსად ეწყობა ასეთი ტიპის ნაგავსაყრელი, უნდა მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და არა ასე განთავსება"-განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება უკვე ახდენს მოსახლეობაზე ზეწოლას და მიმდინარეობს მათი დაშინება. მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის შესაჩერებლად 3 000 ხელმოწერა შეაგროვა და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადეგზავნება. 
 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია