შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

№2 საბავშო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

 №2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განახლებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს თანამედროვე,  რეაბილიტირებულ  ბაღში გააგრძელებენ. უკვე რამდენიმე კვირაა შენობას ინფრასტრუქტურული სამუშაოები უტარდება. მთლიანად მოხდა შენობის რემონტი, შეიცვალა სახურავი, შეიღება გარე ფასადი, ამ ეტაპზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, იღებება კედლები, იცვლება იატაკი, მონტაჟდება შიდა კომუნიკაციები და სველი წერტილები. მთლიანად კეთილმოეწყობა ეზო, გაკეთდება საბავშვო მოედნები. გასულ წელს  კი დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და გამოიცვალა ფანჯრები.  რეაბილიტირებულ ბაღში გაიზრდება ბავშვთა კონტიგენტიც, არსებულ ოთხ ჯგუფს კიდევ  ორი დაემატება.  სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული პროგრამების განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.  სამუშაეობი  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა  მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით უკვე 10 ბაღია რეაბილიტირებული.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია