შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტვინების გადინება ქვეყნიდან ანგრევს ქვეყნის მომავალს!!!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=35986 
 03 თებერვალი 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თორნიკე შურღაია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს. კერძოდ, ის წერს:

“კვალიფიციური და საინტერესო კვლევის თანახმად:
ყველაზე კვალიფიციური ქართველი მეცნიერების 50% ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ისინი საქართველოში დარჩენილებზე საშუალოდ 25 წლით ახალგაზრდები არიან. ამ უკანასკნელთა (საქართველოში დარჩენილთა) საშუალო ასაკი დაახლოებით 70 წელია

არც პოლემიკაში შევდივარ და დემაგოგიური კომენტარებიც უადგილოა არსებული რეალობის ფონზე.

მე მაწუხებს ეს პრობლემა, რადგან ეს საკითხი ქვეყნის მომავალი არა განვითარების არამედ არარსებობის საკითხს ეხება, რაც უმთავრესი ქვაკუთხედია!!!

ტვინების გადინება ქვეყნიდან ანგრევს ქვეყნის მომავალს!!!"- წერს შურღაია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია