შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=35997 
 04 თებერვალი 2019

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგავსად (12 კლასის), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩატარებული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, ვისაც კონკრეტული სპეციალობა უკვე აქვთ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ესაჭიროებათ, მისი მიღება უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ორწლიანი უფასო კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წლის მარტიდან, პროფესიული განათლების მიმართულებით, ზრდასრულებისთვის სამშენებლო სფეროში მოკლევადიანი კურსები დაიწყება. მაისში კი სფეროების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ასევე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის ირინა წერიძის ინფორმაციით, 2021 წლიდან სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამების დაწყებას გეგმავენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია