შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილი "გაღარიბდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=35999 
 04 თებერვალი 2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, წინა წელთან შედარებით - გაღარიბდა. ამის შესახებ გამომცემლობები "ფორბსი" და "ბლუმბერგი" წერენ.

გამომცემლობების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ამ დროისთვის 4,6 მილიარდ დოლარს ფლობს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 120 მილიონით ნაკლებია.

"ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში 62 წლის ბიძინა ივანიშვილმა 308-ე ადგილიდან 314 ადგილზე გადაინაცვლა, რადგან ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი  120 მილიონი დოლარით შემცირდა და დღევანდელი მოცემულობით - 4.6 მილიარდს შეადგენს, მაშინ როცა, 2018 წლის დასაწყისში მისი ქონება 5.8 მილიარი დოლარი იყო.

ხოლო "ფორბსის“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 367-დან 456-ე პოზიციაზე დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი 2013 წელს იყო. მაშინ ქართველი მილიარდერის ქონება 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება