შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი" - მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36006 
 04 თებერვალი 2019

„გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ“ - ასე ეხმაურება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე წმინდა სინოდის ორწლიან დუმილს.

მეუფე პეტრე ასევე ეხმაურება მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის გადაწყვეტილებას, რომლებმაც საპატრიარქოსთან აქციების დაწყებას გულისხმობს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ  დეკანოზის მიმართ უსამართლოა ბრალდება და განაჩენი, თუმცა მისი აზრით, საზოგადოება აუცილებლად მოითხოვს ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

„როგორც თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი, არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე და აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ მავანნი, სამწუხაროდ. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა.

როგორც სახარების თანახმად, როგორც უფალი იესო ქრისტე მოიხსენიებს მსაჯულს, რომ ღმერთის არა ეშინოდათო და ხალხის არა რცხვენოდათო. აი, გამოჩნდნენ ადამიანები მატ შორის საპატრიარქოში , სასულიერო პირების, თუ ერისკაცების სახით,რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველი ერი აუცილებლად მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს,“-ამბობს მეუფე პეტრე.

მეუფე პეტრეს გარდა ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს ყველა მღვდელმთავარი. "რუსთავი2"-ის კითხვებს არ უპასუხა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია