შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

""სანამ საკლავის მაგივრად ივანიშვილს არ შევწირავთ ღმერთს, მანამდე არაფერი გვეშველება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36007 
 04 თებერვალი 2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დღემდე მოქმედებს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სოფელი იხდის ე.წ. საღვთოს. სოფელი ფულს, და არამარტო ფულს, კრეფს, ყიდულობს დიდ საკლავს, როგორც წესი მოზვერს ან ხარს და რომელიმე რელიგიურ დღესასწაულზე ღმერთს სწირავს. ამ ტრადიციის შინაარსი ძირითადად მოსალოდნელი უბედურებისაგან თავის დაცვაა, ისევე როგორც უკვე მომხდარი უბედურებისაგან თავის დაღწევა. უბედურება აუცილებლად კოლექტიური უნდა იყოს, ანუ ერთს ერთი რამ აწუხებს, მეორეს - მეორე ასე არა. მაგალითად, ერთი სოფელი სეტყვის საწინააღმდეგო საღვთოს იხდის.

მოკლედ, რისი თქმა მინდა? სანამ მთელი ქვეყანა არ შევიკრიბებით, ერთ დიდ საღვთოს არ გადავიხდით და საკლავის მაგივრად ივანიშვილს არ შევწირავთ ღმერთს, მანამდე არაფერი გვეშველება", - წერს ოქრუაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია