შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის სკოლები უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლები, იმ  საჯარო სკოლებს შორის მოხვდა, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან უკაბელო ინტერნეტით. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს წარუდგინა. მინისტრის აღნიშვნით საგანმანთლებლო პროცესის თანამედროვედ წარმართისთვის, განსაკუთღბეით რეგიონების სკოლებში, უკაბელო ინტერნეტს უზარმაზარი მნიშნელობა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ  სსიპ „საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შეისყიდოს.

მინისტრის თქმით, სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება 69 საჯარო სკოლა, რომელთა უმეტესობა რეგიონების, კერძოდ: ბოლნისის, ახალციხის, სამტრედიის, ფოთის, მარტვილის, საჩხერის, ცაგერის, წყალტუბოს, თიანეთი, ადიგენი, ახმეტის, ყაზბეგის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხარაგაულის, ოზურგეთის და ა.შ. სკოლებია. ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა სავარაუდოდ 1 740 000 ლარით განისაზღვრა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
გაზეთი ბოლნისი

დრიფტი ბოლნისში