შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დარღვევების გამო სოფელ ვეჯინის ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაიხურა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30200 
 05 თებერვალი 2019
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღი შეამოწმა და ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში დარღვევები აღმოაჩინა.
აღნიშნული მიზეზით ბაღი დროებით დაიხურა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება კი 1000 ლარით დაჯარიმდა.
რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დასრულდა, სამუშაოები კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.

-„მშენებელს ორწლიანი საგარანტიო ვადა აქვს, ანუ ამ პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი დარღვევის და ხარვეზის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება. როდესაც ჩვენმა ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა სამუშაოები, მაშინ ეს პრობლემა არ იდგა. კედლები შეღებილი და გალესილი იყო. სამზარეულოს გამწოვი კი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმის გამო, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ გააჩნია, ორთქლით კედლები დასველდა, გამოიბურცა, საღებავი და ნალესი ჩამოცვივდა. სამზარეულოში სისუფთავე უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პროექტანტს ხარვეზების გამოსასწორებლად ხუთდღიანი ვადა მივეცით. შემდეგ შეატყობინებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემოწმდება და გახსნიან ბაღს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდ.მეწარმე იოსებ შავკაციშვილმა შეასრულა და დაახლოებით 25 000 ლარი დაიხარჯა, “- განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სავარაუდოდ ორშაბათს განახლდება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია