შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შიდა ქართლში მოსწავლეებმა 17,5 ტონა მაკულატურა 1 თვეში შეაგროვეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10506 
 05 თებერვალი 2019
1 თვის მანძილზე 34 სკოლის მოსწავლეებმა 17,5 ტონა მაკულატურა შეაგროვეს. ამის შესახებ qartli.ge-ს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-დან აცნობეს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირმა კიტრიაშვილის განცხადებით, CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სკოლაც გამოვლინდება. ,,დღევანდელი მდგომარეობით,  ქაღალდის ნარჩენები 34 სკოლიდან მივიღეთ. ერთი თვის განმავლობაში შეგროვებული ნარჩენების წონა 17 508,7 კგ-ს უდრის" - აცხადებს ირმა კიტრიაშვილი. ,,ქაღალდის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვების კონკურსი" გრძელდება. კონკურსი იმ რეგიონის სკოლებისათვის გამოცხადდა, სადაც USAID-ის პროგრამა სახელწოდებით ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში ფაზა WMTR II" ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობენ ასევე კახეთის, აჭარის და თბილისის სკოლები. ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის სახელით ყველაზე მეტ ქაღალდის ნარჩენს შეაგროვებენ, თებერვლისა და მარტში, გაემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ზამთრის ბანაკში. ამ ეტაპზე მონაწილეებს CENN მცირე საჩუქრებით აჯილდოებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
შიდა ქართლი

დღეს გიორგობაა