შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის 3 სოფლის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36581 
 05 თებერვალი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის: განჯალას, უზუნთალას და ყარაჯალას მოსახლეობა შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვის, გარეგანათების სისტემის მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულატციო შეხვედრებზე დააყენეს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა სოფელ განჯალაში, ყარაჯალასა და უზუნთალაში. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ განჯალაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა და გარე განათება მოეწყობა, 
უზუნთალაში მილ -ხიდები და გარე განათება, ხოლო ყარაჯალაში საჯარო სკოლის ეზო შემოღობვას ითხოვენ. აღნიშნული პრობლემები მოგვარდება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლებისთვის გამოყოფილი თანხიდან. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოფელში და თემში ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 21 იანვრიდან დაიწყო და16 თებერვლამდე გაგრძელდება. სულ გაიმართება 67 შეხვედრა, სადაც მოსახლეობა პრობლემურ საკითხებს წამოჭრის”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები