შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონალურ სპორტულ თამაშებში გამარჯვებული მოზარდები ანაკლიაში გაემგზავრებიან

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ჩატარდა მუნიციპალური პირველობა სპორტის ოთხ სახეობაში: მინი ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, სპრინტი 60 მეტრში და ჭადრაკში. ტურნირზე მონაწილეობდა2002, 2003, 2004 წლებში დაბადებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის 20 სკოლის მოზარდი თაობა. გამარჯვებულმა სკოლებმა ქალაქ რუსთავში გამართულ რეგიონალურ ტურზე მიიღეს მონაწილეობა. I საპრიზო ადგილი ფეხბურთში ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ხოლო ჭადრაკში პირველი საპრიზო ადგილი ამავე საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ბეჟანიშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე მამულაშვილი გავიდა.
ფინალური ეტაპი მიმდინარე წლის ივლისის თვეში ანაკლიის მომავლის ბანაკში გაიმართება, სადაც ბოლნისელი მოზარდები შემდგომი წარმატებების მოლოდინით წარსდგებიან.
აღნიშნული აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე – ახალგარდული ფესტივალი 2018“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტის მუნიციპალური კოორდინატორი და მთავარი ორგანიზატორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. თანაორგანიზატორობა კი გაუწია ა(ა)იპ სკოლის გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსმა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
გაზეთი ბოლნისი

სტიქია ბოლნისში