შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გურიაში ძროხა-ძროხა არაა, ფაქტიურად თხაია”

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=35991 
 04 თებერვალი 2019

(infopostalioni.com) ,,წეღან სტატია შემხვდა სათაურით “2020 წლიდან, ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, საფასურის გადახდა მოუწევთ” იმინუჩი დედაჩემის გაძვალტყავებული ძროხა დამიდგა თვალწინ 

საერთოდ გურულმა ძროხამ იცის , რომ თავი თვითონვე უნდა ირჩინოს, გუუშობენ დილას საბალოხოდ რომელიც არ არსებობს ))) და საღამომდე ამ ძროხამ სიცოცხლის ფასად რაცხა უნდა ხეთქოს სხვა გზაი არაა, იმიზა რომე თუ საღამოს ვერ მოწველენ დაკვლა ელოდება 

 ამიტომ გურული ძროხა თხას ბაძავს ყველგან ეპოტინება ყორისფელს, საღამოს “მოდუღებული” ელოდება ვედროში რომელიც მარილითაა გაჯერებული, მარილი ნამდვილად არ ენანებათ ))) წველის დროს თვალს აპარებს ვედროსკენ რამდენი მევიწველეო, პატრონის ერიდება. 

 გურიაში ძირითადად ერთი ძროხა ჰყავთ, მაქსიმუმი სამია ისიც დეკნა და ხბოი, ამიტომ თუ გურული ყველს ყიდის 200 გრaმია იგიც, ნახევარი სველი მოყობა )) 
თუ ამ კანონს მიიღებთ , ერთი რამე გეითვალისწინეთ , გურიაში ძროხა , ძროხა არაა ფაქტიურად თხაია ქცევითაც და ვიზუალურობითაც”- წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ელენე სიხარულიძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა