შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას წერდა შვილს ბენია ჩხიკვიშვილი: ამ ერთმორწმუნემ რა გაგვიკეთა ამის დანახვა ვერ და არ გინდათ!!!

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=35998 
 04 თებერვალი 2019
ბენია ჩხიკვიშვილის წერილი შვილისადმი: ,,როცა გაიზრდები მაშინ გაიგებ, რომ მე არაფერი ბრალი მიმიძღვის თქვენს ასეთ გამწარებაში” - წერს ბენია. ადამიანები აწამეს, დახოცეს, გაყარეს სამშობლოდან ქვეყანა წაართვეს, პოლიტიკური რუკიდან წაშალეს მრავასაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა და ვიღაცას უკვირს და ვიშვიშებს რომ ისინი გერმანელების მხარეს ან კიდევ რომელიმე ქვეყნის სტრუქტურეაში საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ?! ამაზე უარესი მუსლიმებსაც კი არ გაუკეთებიათ ჩვენთვის, რაც რუსებმა გაგვიკეთეს და გვიკეთებენ. გაჟიმული ვყევართ და ჩვენც ნეტარებას ვართ მიცემულნი, იმის მაგივრად რომ აქტიური წინააღმდეგობა გავუწიოთ. ქართველობას გვართმევენ არა ქართველებს? დეგენერატების მიერ წამოსროლილ ამ ფრაზას თუთიყუშებივით რომ ვიმეორებთ და ხშირ შემთხვევაში ეს დადის პლეხანოვზე მუსლიმების მიერ გახსნილ კაფე-ბარებზე (ვინ დაუშალა ქართველ მეწარმეებს იქ რაიმეს გახსნა?) და მუსლიმთა შემოდინებაზე ჩვენს ქვეყანაში (ეს გლობალიზაციის ერთერთი შედეგია ბიძია, და თუ გინდა ცივიზებული სამყაროს ნაწილი გახდე, უნდა მიეჩვიო სხვა ერის ადამიანების ჩვენში შემოსვლას. ჩვენ კი რომ არ წაგვლეკონ, ამისთვის სხვადასხვა მექანიზმები უნდა აამუშავო). მაგრამ ამ ,,პოლიტიკურად გამოწრთობილი" ტიპებისაგან არასოდეს გამიგია რომ ვინმეს დაეჩივლოს რუსი ტურისტების ნაღდი შემოსევა რომ არის და ყველგან მათი ბჟუტური რომ ისმის. ამაზე რას იტყვით? მაინც ერთი რწმენისანი ვართ და ეგ არაფერია არა?! და ამ ერთმორმუნემ რა გაგვიკეთა ამის დანახვა ვერ და არ გინდათ!!!!!!!!!
პოსტის ავტორი, ირაკლი მახარაძე.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია