შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ასაკოვანი მამაკაცი ელექტროღუმელზე დაიწვა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36031 
 05 თებერვალი 2019

უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ გვიან ღამით ოზურგეთში. 

62 წლის ფედია ყიფიანი, რომელიც ღამეს  ყოფილი აბანოს შენობაში ათევდა, დილით ადგილობრივებმა დამწვარი ნახეს. 

ასაკოვანი მამაკაცი, ელექტროღუმელზე დაიწვა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმავიით, მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო და ღუმელთან დამჯდარს ჩამოეძინა. შენობიდან გამოსული კვამლი ადრე დილით ერთ-ერთმა გამვლელმა შენიშნა. შიგნით შესულებს მამაკაცი იმ მდგომარეობაში დახვდათ, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. 

გარდაცვლილის მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთაა იმყოფება, შვილი კი სხვა ქალაქში ცხოვრობს. 

შსს-ს პრესსამსახურის ცხნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია