შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრიდან ალუმინის კარები მოიპარეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36039 
 05 თებერვალი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, გასულ კვირას ქურდობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სოფლის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივი დარბაზის უკანა შესასვლელიდან, სადაც ასევე სპორტ დარბაზია, ალუმინის კარებია მოპარული. 

როგორც ადგილობრივი გვიყვება, ქურდები სავარაუდოდ კარს ჯართში ჩაბარების მიზნით მოიპარავდნენ. მისივე თქმით, აღნიშნულ საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდან არა ერთი ქურდობის ფაქტი მოხდა, მათ შორის რამდენჯერმე გატეხეს შესასვლელში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. "აქ რამდენიმე კარი იყო, ალუმინის, ასე ნაწილ-ნაწილ მოიპარეს ყველა. ეს ერთი იყო დარჩენილი და ისიც წაიღეს.  სხვა რამეს, მოსაპარად იქ არაფერს ტოვებენ და ამიტომაც მიადგნენ ალუმინის კარებს"-გვითხრა ქალბატონმა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა