შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა - შსს სტატისტიკას აქვეყნებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21269 
 05 თებერვალი 2019
2018 წლის სტატისტიკა ასეთია: 11%-ით არის გაზრდილი განზრახ მკვლელობის ფაქტები. 21%-ით კი იგივე დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. 127 % მკვლელობის მცდელობაზე მოდის. 150% კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია რეგისტრირებული.გაზრდილია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 122.1% შეადგინა. 62%-ით არის მომატებული გაუპატიურების შემთხვევები. 2018 წელს რეგისტრირებულმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებმა 59.72% შეადგინა.86.54%-ით მოიმატა ქურდობის შემთხვევებმაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს: "ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი მაღალი ციფრები მივიღოთ თუ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ციფრებზე. რეგისტრაცია არის 2018-ში 2017–თან შედარებით გაუმჯობესებული. 44% ზრდა მოდის ქურდობაზე დანაშაულის საერთო მაჩვენებლიდან, ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც მუქარასთან მიმართებით, იძულებასთან მიმართებით, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების, რომელიც არის მაგალითად ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს არის რეალურად დღეს არა მხოლოდ შსს-ს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების გამოწვევა",- ამბობს ნათია მეზვრიშვილი. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: ქადა [Video]

საზოგადოება