შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მონატრებული ავნევის ნახვა სასულიერო პირმა შეძლო

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10512 
 06 თებერვალი 2019
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში სასულიერო პირის, მამა დავით (დურგლიშვილის) დაკითხვა დამთავრდა. ის რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ერგნეთში ქართულ მხარეს 4 თებერვალს გადასცეს. გორის პოლიციის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ გამყოფი ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა: ,,ჩემი ნებით გადავედი. გავიარეთ ჩემი სოფელი, სხვა სოფლები და ისე ჩამიყვანეს ცხინვალში. მშვიდობით დასრულდა ყველაფერი" - განაცხადა დეკანოზმა დავითმა. ნიქოზელი ნიკოლოზ სესიაშვილი ერთ-ერთია იმ ნიქოზელთაგან, რომელიც მამა დავითთან ერთად ნაკვეთში მუშაობდა: ,,რაღაცნაირად მოუნდა საკუთარი სოფლის ნახვა. ავნევი ჩვენთან ახლოს, თავის სოფლის გვერდით მუშაობდა და ვერ მოუთმინა გულმა. უნდა ვაკოცო ჩემ მიწასო. ველოდებოდით რამდენიმე ხანი, რომ აღარ დაბრუნდა, მაშინ გავიგეთ რომ დაკავებული ჰყავდათ" - განუცხადა ნიკოლოზ სესიაშვილმა რუსთავი 2-ს. დავით დურგლიშვილი 3 თებერვალს დააკავეს. მან ცხინვალის იზოლატორიში თითქმის 24 საათი გაატარა. მისი დაკავების შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სასულიერო პირი წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. მან სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა. იმავე წელს ტყვეების და გარდაცვლილების გამოყვანის დროს, დეკანოზმა მშობლიური სოფლის ნახვა შეძლო. მას შემდეგ კი 11 წელი გავიდა. ნიქოზსა და ავნევს ერთმანეთს მინვდრები აშორებს. გამყოფ ხაზთან ავნევი თითმის 4 კმ-ითაა დაშორებული. იხ. ამავე თემაზე: ნიქოზთან რუსმა სამხედროებმა სასულირო პირი დააკავეს ,,დავიბადე სოფელ ავნევში" - მამა დავითის (დურგლიშვილი) ინტერვიუ
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია