შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული ძმების გასვენების დროს სახლი გაქურდეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10516 
 06 თებერვალი 2019
გორში, ვერხვების დასახლებაში, მიცვალებულების გასვენების დროს ფული მოიპარეს. დაკარგული თანხის ოდენობა, ახლობლების თქმით, 180 ლარია. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული ძმები ყაზიშვილები დაკრძალეს. დაკრძალვა 5 თებერვალს სამშაბათს იყო. ,,სახლში საღამოს რომ დავბრუნდით, კამოდიდან ჩანთის ყურები იყო ამოწეული. ვნახეთ და 4 ჩანთა იყო გაქურდული. მე მგონი ერთ-ერთი დაღუპულის მეუღლესაც ამოაცალეს, ზუსტად არ ახსოვს, ედო თუ არა ფული ჩანთაში, მაგრამ გაქექილი იყო იმ გარდაცვლილის მეუღლის ჩანთაც. თავიდან მიცვალებულები სახლში ესვენა, შემდეგ ეკლესიაში გადავასვენეთ და იქიდან სასაფლაოზე წავედით. ქალებმა ჩანთები სახლში დატოვეს" - გვითხრეს ყაზიშვილების ახლობელმა. ახლობლების ცნობით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ძაღლიც ჰყავდათ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია