შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში გამომძიებლის მანქანა გატეხეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10517 
 06 თებერვალი 2019
გორში, წმინდაწყალზე, ერთი კვირის მანძილზე, 9 მანქანა გატეხეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ნადირაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აცნობეს. მათი თქმით, მანქანები, ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში გაქურდეს. გატეხილ მანქანებს შორის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის კუთვნილი მანქანაც აღმოჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მისი მფლობელი პოლიციელია. შსს ადასტურებს, რომ მანქანის მძღოლი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. გაქურდულია მაგალითად 9-სართულია კორპუსის, ასევე, ე.წ. სამხედროების ბინების, ამავე დასახლებაში კიდევ ორი კორპუსის ეზოში მდგომი მანქანებიც. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს და დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები გამოვლენი არაა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები