შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარდაცვლილი 9-წლის გოგონას ტანსაცმელზე ბრალდებულის დნმ-ს კვალი აღმოჩნდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10519 
 06 თებერვალი 2019
მავ­თულ­ზე, რი­თიც გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს ხელ-ფეხი ჰქონ­და შეკ­რუ­ლი, ბრალდებულის დნმ ამო­ვი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბე­რი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და. „დნმ-ის პა­სუ­ხი მო­ვი­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხე­დარს ხელ-ფეხი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ამ მავ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდა ბრალდებულის დნმ-ის კვა­ლი. ასე­ვე მო­ვი­და დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ხე­ლის ური­კა­ზე ამო­სუ­ლი სის­ხლის კვა­ლი გარ­დაც­ვლილ ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის. მის ტან­საც­მელ­ზე ბრალდებულის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ამო­ვი­და, რი­თიც დად­გინ­და, რომ მას შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­თან. ასე­ვე მი­ვი­ღეთ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დას­კვნა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ბრალდებული  შე­რა­ცხა­დია“, - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი. გამოძიების ვერსიით, ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი გო­გო­ნა მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ხე­ლის ური­კა­ზე მო­ა­თავ­სა, რათა ამ გზით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე გა­და­ე­ად­გი­ლე­ბი­ნა. ოჯახის ადვოკატი დასკვნას დღეს გა­ეც­ნო: „ძი­რი­თად კი­თხვას, თუ რით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხედ­რის გა­და­ტა­ნა იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ის აღ­მო­ა­ჩი­ნეს, პა­სუ­ხი გა­ე­ცა, ის ხე­ლის ური­კით იქნა გა­და­ტა­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი ური­კით მი­ტა­ნა, რა­საც ური­კა­ზე ორ ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ბე­რი­აშ­ვი­ლის სის­ხლის კვა­ლი ადას­ტუ­რებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი. „ბავ­შვის ცხე­დარს ური­კის ფორ­მა და ზომა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც მისი სის­ხლის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ზუს­ტად იმი­ტომ შე­უკ­რა ხელ-ფეხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ური­კა­ზე და­ტე­უ­ლი­ყო“, - დას­ძენს გელ­ხა­უ­რი. გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია