შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ატენის სიონში მოკლე კაბებით და შარვლებით შესვლა აიკრძალა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10520 
 06 თებერვალი 2019
,,მონასტერი წმინდა ადგილია, რომლის მიმართ მოწიწება გვმართებს. სტუმრებს ვთხოვთ დაიცვან და პატივი სცენ მონასტრის წესებს" - ამ შინაარსის აბრა გაკრულია ატენის სიონის შესასვლელთან. გასულ წელს ეკლესიის ეზოში კელიების მშენებლობა დაიწყო. კელიები მამათა მონასტრისთვისაა განკუთვნილი. გორის ეპარქიის წარმომადგენლები, სწორედ, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ითხოვენ სამონასტრო წესების დაცვას. მამაკაცებისთვის დადგენილია, რომ ისინი მონასტრის ეზოში მოკლე შარვლებით და ვიწრო მხრიანი მაისურით არ უნდა შევიდნენ. გოგონები არ დაიშვებიან ქვედაბოლოთი, მოკლე შარვლებით, შარვლით და მოკლე შარვლით. ასევე, არ შეიძლება ფოტოაპარატით, კამერით და მობილური ტელეფონით ფოტოების გადაღება. არ დაუშვებენ სტუმრებს ძაღლით. ჯერ კიდევ 2 წლის წინ 2016 წელს ანალოგიური მოთხოვნით წარწერა ყინწვისის მონასტრის შესასვლელში გამოაკრეს. ამ ფაქტს მაშინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიზიტორები აცხადებენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, ისინი საზაფხულო ტანსაცმლით მოგზაურობენ. მონასტრის წინამძღვრებმა ეკლესიის შესასვლელში თავსაბურავები დააწყეს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები