შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის მერია – გიორგეთის თემში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36610 
 06 თებერვალი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის თემში მიმდინრე წელს სხვადასხბა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებაა განსაზღვრული.

მერიის ინფორმაციით, პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრება სოფ. გიორგეთში, ვერხვისმინდორში, ლაფნიანში, ფიჩხიბოგირსა და გუჯარეთში ჩატარდა. სოფლის კრებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ გიორგეთში სპორტული ინვენტარის შეძენა, ვერხვისმინდორში სასაფლაოს შემოღობვა, ლაფნიანში გარე განათების მოწყობა და მოსაცდელის დამონტაჟება, ფიჩხიბოგირში სოფელთან დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა, გუჯარეთში კი შემკრები ავზისა და საუბნო ონკანების მოწყობა დაიგეგმა”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია