შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, გიგოს გორაზე წიწვოვანი ხეები ხმება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=36650 
 06 თებერვალი 2019

თელავის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, გიგოს გორაზე წიწვოვანი ხეები ხმება. სპეციალისტების განმარტებით, ხეების გახმობას სოკოვანი დაავადება იწვევს, რომელიც ჯანსაღ ნარგავებასაც აზიანებს. თელავის მერის ინფორმაციით, გიგოს გორაზე გამწავანების სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და გამხმარი ხეების ადგილას ახალ ნერგებს დარგავენ.

“წიწვოვანი ხეების ხმობის პროცესი თელავში 2012 წელს მომხდარი სტიქიის შეამდეგ დაიწყო და წლებია გრძელდება. ჩვენ გაზაფხულზე ვგეგმავთ არა მხოლოდ გიგოს გორაზე, არამედ ქალაქის სხვადსახვა ადგილას გამწვანების სამუშაობს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, მიმდიანრეობს სახეობების შერჩევა და ამის მიხედვით ჩამოვიტანთ ნერგებს. რაც შეეხება დაავადებულ ხეებს, საკითხში ჩავრთავთ სპეციალისტებს და ამ ხეებს ახალი ნერვებით ჩანაცვლებთ”- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

გამწვანების სამუშაოებისთვის ჯამში თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები