შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანმა ბოლნისელ ძიუდოისტს ნოდარ ბერიანს გამარჯვება მიულოცა

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

“ვულოცავ ბოლნისელ ძიუდოისტს, ნოდარ ბერიანს მორიგ გამარჯვებას, მან საკუთარი წარმატებით არაერთხელ გაახარა გულშემატკივარი და მჯერა, რომ წინ კვლავ ბევრი სიხარული გველის.
ნოდარმა, პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის სტუდენტურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ძიუდოში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში , ევროპის უნივერსიადა მოიგო. ის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და საქართველოს უნივერსიადა ორჯერ 2016-2017 წწ აქვს მოგებული.
არის ახალგაზრდებში საქართველოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი დიდებში,მეორე დონის საქართველოს ჩემპიონი ორჯერ,ევროპის თასის პრიზიორი, სამბოში საქართველოს ჩემპიონი . ეს არის თავდაუზოგავი შრომისა და საქმისადი ერთგულების შედეგი.
მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მას , მის ოჯახსს და ყველა გულშემატკივარს , მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს წარმატებით.”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია