შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანმა თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე შესრულებული სამუშაოები მოინახულა

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე მწვანე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. შესრულებული სამუშაო საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. სტადიონზე, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. მოიხსნა სამხრეთ ტრიბუნა, რის ხარჯზეც გაიზარდა მოედნის ფართობი და შესაბამისად დაშორება აუტის ხაზიდან ტრიბუნამდე. მოწესრიგდა გასახდელები და მსაჯების ოთახი. უახლოეს პერიოდში იგეგმება პრეს ლოჟის და VIP ზონის მოწყობა. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი, რომელიც უეფას მე-2 კატეგორიის უნდა იყოს, საბოლოო სახეს 2020 წელს მიიღებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია